თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მოცვისა და ბანანის სმუზი

მოცვისა და ბანანის სმუზი

მოცვის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ბოლო დროს მისი შოვნა მაღაზიებში ისეთი რთული აღარ არის, როგორც ადრე. ბანანი ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზეა.

სმუზების მთავარი ღირსება ჩემთვის, როგორც ადრეც აღვნიშნე, მასში რძის უმტკივნეულოდ შერევის შესაძლებლობაა. ჩემნაირი რძისმოძულეებისათვის მისწრებაა. თუმცა, ვისაც რძე ჩემზე მეტად გძულთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად ნაყინი გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ:

  • 4 ცალი ბანანი
  • 800 მლ რძე
  • 200 გრ მოცვი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი (ჯინჯერი, კოჭა)
  • 2 სუფრის კოვზი თხელი თაფლი (გაზარდეთ ოდენობა, თუ სიტკბო არ გეყოფათ)
  • 40 გრამი თეთრი ან შავი შოკოლადი ფიფქებისათვის
  • ბლენდერი (ჩვენს შემთხვევაში ვიყენებთ ისევ Bosch-ის MUM5 მულტირობოტის ბლენდერს)

 

მომზადება:

დაჭერით ბანანი, დაუმატეთ რძე, მოცვი (დაიტოვეთ რამდენიმე მარცვალი დეკორაციისთვის) და თაფლი და ერთიანად დააბზრიალეთ ბლენდერში მაღალ სიჩქარეზე.

სითხე გადაიტანეთ მაღალ, ლამაზ ჭიქებში.

მულტირობოტის სახეხში ჩაყარეთ შოკოლადის ფილები, რომ შოკოლადის ფიფქები მიიღოთ. მორთეთ ჭიქები შოკოლადის ფიფქებითა და მოცვის კაკლებით.

მიირთვით ცივად, საწრუპი ჩხირებით.

რასაკვირველია, მოცვის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კენკრაც, ან გაამრავალფეროვნოთ პიტნით, როგორც ამ რეცეპტშია.

რეცეპტიც და დესერტიც მომზადებულია Bosch MUM ბლენდერის დახმარებით

mocvis-smoothie

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top