Strada: ლანჩ-მენიუ 10 და 14 ლარად |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > Strada: ლანჩ-მენიუ 10 და 14 ლარად

Strada: ლანჩ-მენიუ 10 და 14 ლარად

სტრადა – ჩვენს მიერ ბოლოს დროს ამოჩემებულ ადგილთაგან ერთერთი. უჩვენოდაც გეცოდინებათ. სტრადა სულ 2 წელია რაც გაიხსნა და უკვე 2 წელია თბილისის ტოპ-რესტორნების რიცხვშია.

Strada-fiqria
ფიქრია – ჩვენი ავტორი და ფოტოგრაფი სტრადაში, მარჯანიშვილზე – Strada Marjanishvili

თავიდანვე თამამი კონცეფციით დაიწყეს, ყველაფერი ხარისხიანი ანუ არცთუ იაფი, ხოლო ადგილმდებარეობა – ქალაქის ცოცხალი და ცენტრალური ნაწილიდან შორს, ქავთარაძის და ვაჟას ბოლოში. აბა ვინ მივიდოდა იქ? მაგრამ კი მივიდნენ და ვინც მივიდა, ერთგულ კლიენტადაც იქცა.

საბურთალოს ფილიალში სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, აი მარჯანიშვილი კი, რომელსაც ჩემი ახალი სამსახური გადაჰყურებს, უკვე საყვარელი ადგილია. მენიუ და მომსახურება კარგი (თუმცა ძალიან იშვიათად, მაგრამ ხანდახან აქაც იღვიძებს რომელიმე თანამშრომელი მარცხენა ფეხზე :D).

გარემოსაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ვარდების და სუროების წალკოტში რომ აღმოჩნდები მარჯანიშვილის ხმაურისგან გარიდებული, ძალიან მაგარია. გგონია რომ სადღაც სხვაგან ხარ და გარშემო ავტომობილების საცობებით არ ხარ გარშემორტყმული.

Strada-out

 

აცივების მერე ეზოს ნაწილი ისე ვეღარ ივსება ხალხით, როგორც ზაფხულში. თუმცა პლედები არის და თუ ჭიქა ღვინოს შეუკვეთავ, შეიძლება სულაც არ შეგცივდეს.

სამაგიეროდ, თუ გაგიმართლა და ითოვა კიდეც, რომანტიული საღამო გარანტირებული გაქვს :D

Strada-marjanishvili-out

ახლა მთავარ თემას, ლანჩ მენიუს დავუბრუნდეთ.

ლანჩ-მენიუ სტრადაში სიახლეა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს ტრადიციული კერძების მინივერსიების გაცვლად (როგორც სხვაგან არის ხოლმე), დამოუკიდებელი მენიუ შემოეთავაზებინათ. თან ისე, რომ მეტნაკლებად დაცული ყოფილიყო ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების ბალანსი.

Strada-gvezeli-salatit
სტრადას ლანჩი: ღვეზელი ქათმით და ფრეშ-სალათი (სუპი აკლია ფოტოზე)

 

Strada-macvnis-supi-charxlit
იგივე ღვეზელი, ჭარხლისა და არაჟნის ცივი სუპის თანხლებით (свекольник)

როგორც ფოტოებიდან ხედავთ, მშვენიერი ლანჩია. ხორცი, ზომიერი რაოდენობით ხრაშუნა ცომი, სუპი და ცოცხალი სალათი.

დღის სუპი რამდენიმე სახისაა, ხან ცივი სუპი, ხან ბოსტნეულის მინესტრონე და ცივ ამინდში უკვე – სოკოს სუპი <3

ღვეზელებიც სხვადასხვანაირია. ყველაზე პოპულარული, როგორც ჩანს ლორისა და ყველის კარტოფილიანი ღვეზელია. თუმცა მე ქათმის ხორცისა და გამომშრალი, დაჩირებული პამიდვრის ღვეზელი მომეწონა განსაკუთრებულად.

Strada-gvezeli-lorit

ახლა მთავარი:

ფასი

ეს ლანჩმენიუ 10 ლარიანია. ფიქსირებულ 10 ლარს იხდი და მომსახურების %-ის გამოთვლა აღარაა საჭირო. დამატებით თუ ყავის და მინი-მაფინის შეკვეთა მოგინდება, ესეც სპეციალურ ფასად – 5 ლარადაა შესაძლებელი. not bad :)

Strada-muffins

მეორე ლანჩმენიუ, რომელსაც შედარებით დიდხანს უნდა ელოდო და მთლად 5 წუთში ვერ მიგიტანენ, ჩემი ფავორიტია.

ეს არის უზარმაზარ, ბუთქუშა ჭიქაში მოთავსებული უგემრიელესი კარტოფილის პიურე (ყველა პიურე კარგი კი არაა, აქაური ძალიან ფაფუკი და ერთგვაროვანია), ზედ ხორცის ბურთებითა და სოუსით (ტერიაკის, ბარბექიუს ან ნაღების).

პიურეს ნაცვლად შეგიძლია სპაგეტითაც შეუკვეთო, ამ შემთხვევაში ცოტა ბოლონეზეს მოტივებზე წავა.

ამ მენიუსაც მოყვება პატარა სალათი, რომელიც სულ ვიტამინებად მიედინება ძარღვებში.

სტრადას ლანჩი: meatballs with mashed potatoes (14 GEL)
სტრადას ლანჩი: meatballs with mashed potatoes (14 GEL)

შენიშვნა: ფოტოებზე პიურე ნახევარი პორციაა, რეალურ შეკვეთაში თითქმის ორჯერ მეტია ხოლმე :)

Strada-meatballs-potato

Strada-meatballs

საერთო შთაბეჭდილება

გემო, ხარისხი: ძალიან მაღალი
ფასი: ადექვატური (10 ლ ღვეზელის მენიიუ, 14 ლ ხორცის ბურთების მენიუ)
სისწრაფე: ლანჩის პირობაზე საშუალო. მთლად ფასთ-ფუდის ტემპით ვერ მოასწრებთ წახემსებას
გარემო: არაჩვეულებრივი

შეფასება: 9/10 ერთადერთი მიზეზით: კიდევ უფრო სწრაფად რომ იყოს შესაძლებელი მომსახურება, კარგი იქნებოდა. ჩვენ ხომ სულ სადღაც გვეჩქარება..

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top