თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > თარგმანები > კულინარიის პაპი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

კულინარიის პაპი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

საფრანგეთის ყველაზე აღიარებული მზარეული, პოლ ბოკუზი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას მერე რაც რამდენიმე წელი პარკინსონის დაავადებას უმკლავდებოდა.

სიმბოლურია, რომ ის საკუთარ რესტორანში გარდაიცვალა, ლიონთან ახლოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა ბოკუზის ხსოვნას პატივი მიაგო და საფრანგეთის სამზარეულოს აღორძინების გამო მადლობა გადაუხადა.

ბოკუზმა 1970-იანი წლებიდან ერთერთმა პირველმა დაიწყო ჯანსაღი კვების დანერგვა “ახალი სამზარეულოს” სახელით,  რაც გულისხმობს მხოლოდ ახალი პროდუქტების გამოყენებას, ინგრედიენტების ბუნებრივი გემოს ხაზგასმას, რეცეპტების სიმარტივეს და მძიმე სოუსებზე უარის თქმას. მისი დამსახურებით ფრანგული კულინარია მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარდა.

“საუკუნის შეფ-მზარეული”, “ კულინარიის პაპი” გარდაიცვალა. წაიკითხეთ ვრცლად პოლ ბოკუზის შესახებ ჩვენ ბლოგზე.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top