თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > Cafe Velo: კრეპები და გალეტები ზამთრიდან ზაფხულამდე

Cafe Velo: კრეპები და გალეტები ზამთრიდან ზაფხულამდე

კრეპი ფრანგული წარმოშობის სიტყვაა (crêpe) და ძირითადად საფრანგეთის ბრეტანის მხარესთან ასოცირდება. ისედაც თხელი ცომი, ტაფაზე მაქსიმალური გათხელებით ცხვება და სიფრიფანა ფირფიტად იქცევა, რომელშიც შემდეგ ათასგვარ გემრიელობას ახვევენ.

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები
კრეპი თხილითა და კარამელით, კაფე Velo (ახალი აღმაშენებელი #37)

ისტორია

ზოგადად კრეპებს უძველესი ისტორია აქვთ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ პირველი კრეპები ჩვენს ერამდე 7000 წლის წინ გაჩნდა: წყალსა და რომელიმე მარცვლოვანის ფქვილს ერთმანეთში ურევდნენ და კეცზე აცხობდნენ სქელ კრეპებს.

შემდეგ ნელნელა დაიხვეწა, სქელი ფენქეიქიდან სიფრიფანა ბლინამდე, თუმცა დიდი ბებია ალბათ ყველას საერთო ჰყავს :)

დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კრეპების სხვადასხვა ტრადიციული რეცეპტი არსებობს: ამერიკაში მათ პანქეიქებს უწოდებენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – ბლინებს, მექსიკაში – ტორტილას, იტალიაში – პიადინას და ა.შ.

ამბობენ, რომ ქართულად კრეპი – მაჭკატიაო. მე მგონია, რომ მაჭკატი მსუქან, ფუმფულა ფენქეიქს (ბავშვობაში რომ “ალადიკს” ვეძახდით, აი იმას) უფრო უხდება. კრეპი კი თხელი, სიფრიფანა და გაპრანჭულია, როგორც ნამდვილი ფრანგი :) ამიტომ ერქვას ისე, როგორც დაარქვეს თავდაპირველად – კრეპი.

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები
კრეპის ცხობის პროცესი სპეციალურ ტაფაზე. კაფე Velo, აღმაშენებლის #37
კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები
წიწიბურას ცომი უფრო ჯანსაღია, გულუხვად მოთავსებული შიგთავსი კი მშიერ ადამიანსაც ანაყრებს. კაფე Velo, აღმაშენებლის 37.

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები

გალეტები და კრეპები

გალეტები (Galette) მარილიანია და ძირითადად წიწიბურის ფქვილისგან (მას ხშირად შავ ფქვილსაც ეძახიან) და წყლისგან მზადდება. კრეპებს (Crepe) კი თეთრი ფქვილისგან, კვერცხისგან და რძისგან ამზადებენ და დესერტად მიირთმევენ ფრანგები.

გალეტებისა და კრეპების სამშობლოდ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონი, ბრეტანი ითვლება. ისტორიულ წყაროებში ამ კერძებს პირველად მე-13-ე საუკუნეში მოიხსენიებენ. წიწიბურა სწორედ მე-13-ე საუკუნეში ჩამოიტანეს ფრანგმა ჯვაროსნებმა ახლო აღმოსავლეთიდან.

ეს ის პერიოდია, როდესაც ბრეტანი დამოუკიდებელი საჰერცოგო იყო (ინფორმაციისთვის, ბრეტანი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ის საუკუნეების მანძილზე დამოუკიდებელი საჰერცოგო იყო, თუმცა მას ხშირად იპყრობდნენ ხან ინგლისის და ხან საფრანგეთის სამეფოები. საბოლოოდ საფრანგეთს ბრეტანი 15-ე საუკუნეში შეუერთდა, თუმცა მათ შეინარჩუნეს ბრეტანული ენა, ტრადიციები და კულტურა, რომელიც სრულიად განსხვავდება ფრანგულისგან)..

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები
გალეტი სოკოთი და ყველით, წიწიბურას ცომზე. Cafe Velo

დღეს საფრანგეთის ყველა რეგიონში შეიძლება შეხვდეთ საკრეპეებს (რესტორანი, სადაც ძირითადად გალეტები და კრეპები მზადდება), თუმცა საუკეთესო საკრეპეები ალბათ მაინც ბრეტანის რეგიონშია.

კაფე Velo-ს შექმნის იდეაც თამთას, ჩვენს მეგობარს, სწორედ ბრეტანის რეგიონში, ტყისპირას განთავსებულ ერთერთ უძველეს კრეპერიაში მორიგი სტუმრობისას მოუვიდა და როგორც კი თბილისში აღმაშენებლის ქუჩის მეორე ნახევარიც განახლდა, იქ საკუთარი პატარა და საყვარელი კაფე გააკეთა.

კაფე ველო ახლა უკვე თბილისელ სტუმრებს უმასპინძლდება ფრანგული კრეპებით, გალეტებითა და ფრანგულივე განწყობით.

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები
ისპანახისა და ყველის გალეტი, წიწიბურას ცომზე. კაფე Velo (აღმაშენებლის 37)

“ლეგენდა მოგვითხრობს, რომ გალეტის რეცეპტს შემთხვევითობას უნდა ვუმადლოდეთ: ერთ ბრეტონელ გლეხ ქალს წიწიბურის ფაფა შემთხვევით დაღვრია ბუხარში ცხელ კეცზე. ასე დაიბადა თურმე გალეტი. თავიდან გალეტი ბრეტანელი გლეხების საჭმელი იყო. მას ისინი ხშირად სიდრში (ვაშლის ღვინო) და ჩუმაში იყრიდნენ და ისე ჭამდნენ, ან გარნირად მიირთმევდნენ. გალეტებს, როგორც მთავარ თავ საჭმელს, 1950-დან ვხვდებით.

დღეს გალეტებს სხვადასხვა შიგთავსით ამზადებენ : სოსისით, ძეხვით, თევზით, ყველით, კვერცხით. გარნირად ხშირად სალათის ფოთლები და ნიგვზის ლებნები მოყვება. ტრადიციული კრეპების შიგთავსი კი მარილიანი კარაქისგან და შაქრისგან ან კარამელისგან შედგება. თუმცა დღეს დღეს შიგთავსად შოკოლადს, ჯემს ან შემწვარ ხილსაც იყენებენ.

კრეპის გარნირი ხშირად ნაყინია” – მიყვება თამთა.

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები
გალეტი ქათმის ხორცით, წიწიბურას ცომზე. Cafe Velo (აღმაშენებლის 37)

გალეტსაც და კრეპსაც მირთმევის წინ მცირე მარილიან კარაქს ამატებენ. სასმელად ძირითადად სიდრს (ვაშლის ღვინო) აყოლებენ.

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები

Velo-ში სიდრი არა, მაგრამ ჩაი კი სასწაული აქვთ, ჩვეულებრივი, პიტნის თუ აზიური. ამდენი ხილი ერთად მხოლოდ ბავშვობაში, კომპოტში მინახავს და ისიც კარგად გამოზამთრებული. აქ კიდევ ნაირნაირი ცოცხალი ხილით უზარმაზარი ჭიქა ჩემს თვალწინ გაავსეს, ბონუსად დარიჩინი და მიხაკიც დაუმატეს, რამაც ზამთრის და ევროპის სუნი, სული და განწყობაც მოიტანა <3

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები
კაფე Velo-ს ხილის ჩაი (ყველა ხილი არ ჩანს, ბუნებრივია :))

თუ ხილის ჩაისთან კიდევ ციტრუსოვანი არომატის კრეპი მოგინდება, Velo-ში აუცილებლად უნდა შეუკვეთო ფორთოხლის უნაზესი კრეპი, რომელსაც ასეთივე უნაზეს მასკარპონეს კრემთან ერთად მოგართმევენ.

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები

თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც აი ეს, თხილისა და კარამელის კრეპია, რომელმაც ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა: დაქუცმაცებული თხილები, თბილ ცომში, ზომიერად ტკბილ კარამელის სოუსთან ერთად.

კაფე ველო Cafe velo ყველაზე კარგი კრეპები თბილისში ბლინები გალეტები

ამბობენ, თუ გინდათ ახალი წელი ბარაქიანი იყოს თქვენი ოჯახისთვის, გალეტის ცხობისას ხურდა უნდა დაიჭიროთ ერთ ხელში და მეორეთი გალეტი ტაფიდან ჰაერში ააგდოთ. თუ გალეტი წარმატებით ამობრუნდა და ისევ ტაფაში ჩავარდა, მაშინ თქვენთვის მომავალი წელი უხვი იქნება.

შეგიძლიათ, სცადოთ. თანაც ახალი წელი კარზეა მომდგარი. შეხვდით ტკბილად <3

img_7731_0126

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

One thought on “Cafe Velo: კრეპები და გალეტები ზამთრიდან ზაფხულამდე

  1. , &q3I#;ot&tu9;s also at least debatable that the Russians suffered more from World War II than the Jews"I think it is more than 'at least' debatable. Russia, not the entire USSR, probably lost 13 million from 1941 to 1945.Also, I would throw the Ukrainians into the mix. Combine their losses in the Holodomor with another 6 million killed in WW2 and they lost about 12 million in under 15 years.

Leave a Reply

Top