თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასარგებლო რჩევები > კომბოსტო – სასარგებლო პროდუქტი

კომბოსტო – სასარგებლო პროდუქტი

კომბოსტო აქვეითებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თირკმელების მუშაობას, აუმჯობესებს კანისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, აქვეითებს არტერიულ წნევას.

დიეტური კვების დროს სასურველია კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშების, მათ შორის თეთრთავიანი და წითელთავიანი კომბოსტოს, კოლრაბის, პეკინური, სავოიის და ბრიუსელის კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და სხვ. მოხმარება. სასარგებლოა დიეტური თვალსაზრისით კომბოსტოს მწნილის გამოყენებაც, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო მიკროფლორის ზრდას, რაც შემდგომ აუმჯობესებს საკვების მონელებას და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას. ის ასევე ასტიმულირებს В ჯგუფის ვიტამინების სინთეზს.

დიეტაში გამოყენებული კომბოსტოს ჯიშები დაბალკალორიულია და შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ С, В1, В2, В6, РР, К, და U ვიტამინებს. მდიდარია ასევე ბეტა-კაროტინით, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება А ვიტამინად.

ნებისმიერი ჯიშის კომბოსტო წარმოადგენს მიკრო და მაკროელემენტების კარგ წყაროს, როგორიცაა კალციუმი, რკინა, ნატრიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი.

ის ასევე შეიცავს განსაკუთრებულ აზოტურ ნაერთებს – ინდოლებს, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის მუშაობას.

კომბოსტოში ბევრია როგორც ხსნადი, ასევე არახსნადი უჯრედისი. ხსნადი უჯრედისი ორგანიზმს ეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებაში, ხოლო უხსნადი – ხელს უწყობს დანაყრების გრძნობას და მშვენივრად ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას.

კომბოსტოში შედის ცილები, პოლისაქარიდები, ორგანული მჟავები და ლიზინი – ამინომჟავა, რომელიც ზრდის იმუნიტეტს.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top