თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > კლოუნი

კლოუნი


მხიარული ნამცხვარი ბავშვებისთვის :)

  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ წყალი
  • 50 გ შაქარი
  • 100გ ფქვილი
  • კრემი
  • დეკორი 1 ნაჭერი ფორთოხალი, 2 ჟოლო ნახევარი ქლიავი, ალუბლები, წითელი მოცხარი, ვაშლი რამდენიმე მოცვი ან შავი მოცხარი

კვერცხის ცილა ათქვიფეთ ბეზეს კონსისტენციამდე და შეათქვიფეთ შაქარი, კვერცხის გულს დაამატეთ წყალი და ათქვიფეთ, შეურიეთ ბეზე და ბოლოს ფქვილი, ფრთხილად ამოურიეთ, გადაიტანეთ საშუალო ზომის ( 20-22 სმ დიამეტრის) ცხიმწასმულ ყალიბში და გამოაცხვეთ. თუ თქვენი ყალიბი იკრავს, ქვეშ ქაღალდი ჩააფინეთ.

გაციებულს წაუსვით ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი კრემი (ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე კარაქისა და მოხარშული შედედებული რძის კრემი) ზემოდან დაალაგეთ ხილის დეკორაცია.

ვაშლი (ან ატამი) მინიმალურ წყალში, თითქმის ორთქლზე დაარბილეთ, თხლად დაჭერით და დაალაგეთ მთლიან ზედაპირზე. ააწყვეთ სახე: ქლიავი ცხვირის ადგილას, ჟოლოს ლოყები, ფორთოხლის ყურები, ალუბლის პირი, წითელი მოცხარის თმა, მოცვის თვალები.

კომენტარები

კომენტარი

One thought on “კლოუნი

  1. This is big, very few people are marketing there sites this way, and the potential traffic is Huge.
    If you would like to be notified via email when headline articles are published, click “Subscribe” on the tab at the top of this article.
    So, I fired up the PS3 and downloaded the new app from the store with a
    sense of hope.

Leave a Reply

Top