კვახის სუპი ჯანჯაფილით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კვახის სუპი ჯანჯაფილით

კვახის სუპი ჯანჯაფილით

სულ მინდოდა ისეთი კვახის სუპი გამეკეთებინა, გერმანიაში რომ აკეთებენ. ქეთიმ რეცეპტი გამომიგზავნა და გამომივიდა. ვუალა! რა მარტივი ყოფილა. თან იაფი.

მოკლედ, დაბლენდერებული სუპები და კრემსუპები ვოსაც გიყვართ, სცადეთ. მართლა ადვილია. ოღონდ კარგი ჭიქა-ბლენდერია საჭირო.

დაგჭირდებათ:

კვახი, ანუ გოგრა – 1 კგ

სტაფილო – 3 ც

ხახვი – 1 საშუალო

ნიორი – 2 კბილი

ზეთი – 2 კოვზი

ჯანჯაფილის ფესვი – ერთი ნატეხი/ნაჭერი

მარილი, შავი პილპილი, დანის წვერით დარიჩინი

მომზადება:

დათალეთ კვახი და დაჭერით წვრილად. უმჯობესია იყიდოთ მსხლის ფორმის, თხელკანიანი კვახი. ტკბილია და მალე იხარშება. თუმცა სხვა კვახითაც გამოვა, უბრალოდ ამ პროცესში თუ რამე შედარებით რთულია, ეს კვახის გათლაა და მე იოლ გზას ვამჯობინებ. სქელკანიანის შემთხვევაში შეიძლება ჯერ მოხარშვა და შემდეგ გულის გამოცლა უფრო იოლი გზა იყოს. თუმცა დროში გაიწელება, ხარშვის დრო უნდა დაამატოთ.

მოკლედ, ასე თუ ისე, თქვენს ხელთაა კვახი, რომელსაც დაჭრილ სტაფილოსთან, ჯანჯაფილის ფესვთან, ხახვთან და ნიორთან ერთად ჩაშუშავთ 5-7 წუთით. ზეთი ცოტა უნდა. ნუ დაამძიმებთ.


მოშუშული ბოსტნეული ოდნავ გააგრილეთ და გადაიტანეთ ჭიქა-ბლენდერში. თუ ხელის ბლენდერი გაქვთ, სცადეთ. გარანტიას ვერ მოგცემთ რომ იგივე გამოვა. ჭიქა-ბლენდერში მაქსიმალური სიჩქარეა საჭირო, რომ კრემოვანი მასა მიიღოთ.

დაბლნდერდა? ახლა ეს ყველაფერი უკან ქვაბში.წამოადუღეთ, დაამატეთ მარილი და შავი პილპილი და ვუალა. მზადაა.

თუ გინდათ, თეფშში დაამატეთ 1-2 კოვზი ნაღები (18 ან 35%), ჩემთვის უნაღებო ვერსიაც გადასარევია.

გემრიელად მიირთვით.


პ.ს. მომიტევეთ, ისეთი გემრიელი გამოვიდა, დიზაინის გაწყობისთვის ნებისყოფა არ მეყო 😂

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top