თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > კენკრის ჰაეროვანი დესერტი გაწურული მაწვნით

კენკრის ჰაეროვანი დესერტი გაწურული მაწვნით

კენკრის სეზონზე, პაპანაქება სიცხეში დესერტიც ცივი და თან, რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კეთებისას რომ კიდევ უფრო არ დაგცხეთ :D ამიტომაც, დღეს გთავაზობთ კენკრის და მაწვნის გემრიელ დესერტს, რომელიც ცხელ ზაფხულს გაგიგრილებთ და გაგაბედნიერებთ.

ინგრედიენტები

500 მლ. მაწონი

120 გრ. შაქარი

ვანილის შაქარი ერთი ჩ/კ.

ლიმონის წვენი 1 ს/კ. ან ცედრა

400 მლ. ნაღები

მარწყვი, ჟოლო (ხილი რაც გაგიხარდებათ. კენკროვანი უხდება ყველაზე მეტად).

 

მომზადება

(1) მაწონი, შაქარი, ვანილის შაქარი და ლიმონის წვენი კარგად ავურიოთ ერთმანეთში.

(2) ნაღები ავთქვიფოთ შესქელებამდე, ოღონდ დიდხანს არა, თორემ შეგვრჩება კარაქი.

(3) ათქვეფილი ნაღები ფრთხილად, (მიქსერით არა, სპატულით ან კოვზით) შევურიოთ მაწვნის მომზადებულ მასას.

(4) ჩაის სუფთა ტილო გადავაფაროთ საწურს და ეს მომზადებული მასა დავასხათ ამ საწურზე. გავაჩეროთ მაცივარში 6-8 საათი, დაიწუროს. მთელი ღამეც შეიძლება.

(5) ბოლოს მორთეთ ხილით, მე მარწყვის სოუსიც მოვასხი.

მიირთვით გემრიელად.

კომენტარები

კომენტარი

Megi Dina
მეგი მუკბანიანი, იურისტი და მოყვარული კულინარი. რატატუის 2017 წლის ზაფხულიდან შემოუერთდა. ცხოვრობს ბერლინში ოჯახთან ერთად.

Leave a Reply

Top