თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > კალმახი ფოლგაში

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა.

ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი.

კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან “ჟარონაზე “.

მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები.

მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი – ნარშარაფი.

ფოლგითვე თავმოკრული დაახლოებით 15 წუთით შევდგი ღუმელში, 220 გრადუსამდე გავახურე. შემდეგ ფოლგა მოვხსენი და ასე 40 წუთამდე გავაჩერე.

სულ ესაა 😊 გემრიელად მიირთვით.

[inline_related_posts]

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top