თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > ისპანახის ნიოკი 🌱

ისპანახის ნიოკი 🌱

ისპანახის ნიოკის იდეა მარტივად გაჩნდა. ჩემი შვილები არ ჭამდნენ ისპანახს და ამ სახით ვაძლევდი, მწვანე მაკარონიკებს ეძახდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ.

– მარიამ სირბილაძე

მომზადება

მოხარშულ კარტოფილს ვსრეს, ვამატებ ფქვილს, ცალკე კვერცხთან ერთად ვაბლენდერებ ისპანახის ფოთლებს და ვზელ ცომს, ცომი უნდა იყოს არც ძალიან რბილი და არც ძალიან მკვრივი.

ვაძლევ მინდა ისეთ ფორმას (ხანდახან სიჩქარეში ლამაზი არ გამომდის), ფუნჯით ვუსვამ მზესუმზირის ზეთს (უსუნოს. თქვენ შეგიძლიათ სხვა ზეთი გამოიყენოთ) და ვყრი ადუღებულ და მარილიან წყალში.

ნიოკი იხარშება 1-2 წუთის განმავლობაში. ზემოთ რომ ამოტივტივდებიან, მზადაა.

სოუსი

ამჯერად პამიდორი ჩერის სოუსი აქვს, ნიორით, ზეითუნის ზეთით და ბაზილიკით.

უმარტივესი და უგემრიელესია. ჩერი პომიდორებს გავჭრით შუაზევდა გაჭრლი მხრიდან დავალაგებთ ტაფაზე . ზეითუნის ზეთი ,წვრილად დაჭრილი ნიირი და ბაზილიკოს ფოთლები . დავახურავთ თავსახურს და საშუალო ცეცხლზე მოვშუშათ 5-6 წუთი . არ უნდა მოვურიოთ სანამ არ გადმოვიღებთ გაზქურიდან. ბოლოს მარილი და წიწაკა .

ზუსტ დოზებს არ გიზიარებთ, მაგრამ, ვფიქრობ ეს საკმარისია და საკუთარი გემოვნებითაც კარგად შეაზავებთ.

პ.ს. აკვდება დახეხილი პარმეზანი

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top