თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ვეგეტარიანული > ვიდეორეცეპტი: გოგრის კრემსუპი ტკბილი კარტოფილით

ვიდეორეცეპტი: გოგრის კრემსუპი ტკბილი კარტოფილით

ავტორი: თამუნა ნადირაძე

გოგრის კრემსუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

2 ც პატარა კვახი (მსხლის ფორმის)
2 ც სტაფილო
1 ც ტკბილი კარტოფილი
1 ც ჩვეულებრივი კარტოფილი (საშუალო ზომის)
5-6 ცალი ბროკოლის პატარა თავები
1 ც ხახვი
პაპრიკა (ბულგ.წიწაკა) / ნიორი / მარილი და ნაღები გემოვნებით

 

მომზადება

1) გათლილი ბოსტნეული კუბებად დაჭერით და მოხარშეთ ერთად. ბროკოლი ბოლოს დაამატეთ, ძალიან რომ არ ჩაიხარშოს.

2) ხახვი მობრაწეთ კარაქიან ზეთში პაპრიკასთან და ნიორთან ერთად.

3) ბლენდერში ჩაყარეთ მოხარშული ბოსტნეული, შემწვარი ხახვი და რამდენიმე კოვზი ბოსტნეულის ნახარში. ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე.

4) დაუმატეთ მარილი და ნაღები (რძეც შეგიძლიათ). ნაღებით და ბოსტნეულის ნახარშით სურვილისამებრ გააკონტროლებთ სუპის კონსისტენციას.

ბონ აპეწი 😊

პ.ს ძალიან უხდება გახუხული ნივრიანი ლავაში.

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top