თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > ვახშამი ღრუბლებსა და ველებს შორის – Tbilisi Hills & Bocuse D’or

ვახშამი ღრუბლებსა და ველებს შორის – Tbilisi Hills & Bocuse D’or

ბოკუზ დ’ორის შესახებ ალბათ უკვე ყველას გსმენიათ, ვინც კულინარიით ხართ დაინტერესებული. ეს ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც წელს პირველად საქართველოშიც ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინალში, რომელიც ესტონეთში გაიმართება, სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად საქართველოს წარმომადგენელიც იბრძოლებს მსოფლიოს საუკეთესო შეფმზარეულის ტიტულის მოსაპოვებლად. ეს მარტივი ნამდვილად არ არის. მაგრამ ის, რისთვისაც ამხელა ბრძოლა ღირს, არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიღებული შეფმზარეულის ტიტული, არამედ საქართველოს, როგორც ქვეყნის ასე ვთქვათ, ბოკუზ დ’ორის რუკაზე ღირსეულად დაფიქსირებაა.

საქართველოს ამხელა პრეტენზია სულაც არ არის ალოგიკური. გარდა მყარი ისტორიული წინაპირობებისა, რაც ქართულ კულინარიას ნამდვილად გააჩნია, ქვეყნის შიგნით კულინარიის სფეროში ყოველდღიურად იცვლება რაღაც.

სანამ ახალგაზრდები საუკეთესო შეფმზარეულის სახელისთვის იბრძვიან, უკვე შემდგარი საუკეთესო შეფები ერთმანეთს ტოლს არ უდებენ, ყოველ დღე რაღაც ახალს ქმნიან, უკეთეს კულტურას ნერგავენ, ცდილობენ განსხვავებული და თამამი კონცეფცია შემოიტანონ, გარისკონ, შეუძლებელი შეძლონ.

ბოკუზ დ’ორის კონკურსის მიმდინარეობისას პატივი მხვდა Tbilisi Hills-ში გამართული საზეიმო ვახშმის სტუმარი ვყოფილიყავი, სადაც ქალაქში საუკეთესოთა შორის ორი შეფი – ესტონელი ვლად დიაჩუკი და ქართველი ლევან კობიაშვილი გვმასპინძლობდნენ.

მოულოდნელად ჩამოწოლილი ნისლების გაკაფვის შემდეგ თბილისის თავზე და სადღაც ცოტა უფრო ზემოთ აღმოვჩნდი, ქალაქის ხმაურისგან სრულიად დაცულ ადგილას.

ნოემბრის სუსხმა და ნისლში გამოპარულმა ფერადი შუქებმა კი თითქმის საახალწლო განწყობა შექმნა.

ვახშმად დასხდომამდე მასპინძლებმა ბოკუზ დორის ისტორია, მნიშვნელობა და საპატიო სტუმრები გაგვაცნეს.

თბილისი ჰილსის შეფმზარეული ვლად დიაჩუკი ოდესღაც თავად იყო ამ კონკურსის გამარჯვებული, ახლა კი ესტონეთის ბოკუზ დორის ასოციაციის ხელმძღვანელია. საქართველოში ამავე ასოციაციას შეფი ლევან კობიაშვილი ხელმძღვანელობს.

იმ ვახშმის მენიუ, რომელსაც მსოფლიოს მრავალ წერტილში მრავალკერძგასინჯული სტუმრების გაოცება უნდა გამოეწვია, აი ასე გამოიყურებოდა:

ეს სწორედ ჭარხლის ცივი სტარტერია, ლამაზად წამოწოლილი ტყემლის ბურთის თანხლებით:

ეს კი ორაგულის მოზაიკა, საოცრად რბილი, სათუთი, არომატული, შედევრი – ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ფავორიტი #1.

მალე ცივ სტარტერს ცხელი სტარტერი წამოეწია – აჭარული სინორი თეთრის ნაცვლად შავი ნივრის პასტით:

მთავარი კერძები – ზღვის ქორჭილა :

 

და იხვი ბაქმაზითა და ხავიწით – ფავორიტი #2.

ბოკუზ დორის ულამაზესი და უგემრიელესი ვახშამი იმდენ ხანს გაგვიგრძელდა, დესერტებისთვის დარჩენის ფუფუნება აღარ მქონდა, არაჩვეულებრივ მასპიპნძლებს დავემშვიდობე და წამოვედი იმ გეგმით, რომ ამ ყველაფრისთვის Tbilisi Hills-ში კიდევ აუცილებლად დავბრუნდები.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top