თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სუპები/წვნიანები > ეზოგელინის სუპი Ezogelin çorbası

ეზოგელინის სუპი Ezogelin çorbası

გემრიელი, არომატული თურქული სუპი ეზოგელინი ძალიან მარტივად მზადდება.

საინტერესოა მასთან დაკავშირებული ლეგენდაც: გოგონა, სახელად ეზო, ანატოლიაში ცხოვრობდა. მშობლებმა, მისი თანხმობის გარეშე, გაათხოვეს ერთ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც სხვა ქალი უყვარდა. უსიყვარულო ქორწინებიდან ერთ წელში გოგონა სახლში დაბრუნდა, მაგრამ მალე ისევ გაათხოვეს სირიაში. მუდამ სევდიანმა ეზომ გააკეთა ეს სუპი დედისა და სამშობლოს მოსაგონრად და მას პატარძალ (რძალ) ეზოს სუპი უწოდეს. მას შემდეგ ყველა საპატარძლო ქორწილის წინ ამზადებს ამ სუპს როგორც ბედნიერი ქორწინებისა და ცხოვრების სიმბოლოს.

  • 100 გრ წითელი ოსპი
  • 70 გრ ბულგური (ხორბლის მსხვილი ღერღილი)
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ტომატ პასტა ან 100 მლ ნატურალური პამიდვრის სქელი პიურე
  • 2 ს.კ ხმელი პიტნა
  • პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი
  • 1.2-1.5 ლ წყალი ან ბულიონი
  • 50 გ კარაქი

მოშუშეთ ხახვი კარაქში. დაამატეთ ტომატ პასტა ან პამიდვრის პიურე, ბულგური, ოსპი და დაასხით წყალი ან ბულიონი.

ასე გამოიყურება ოსპი

ეს კი ბულგურია, მე საშუალო ზომისა მომწონს

როცა წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ სანამ ოსპი და ბულგური არ დარბილდება. შუა პროცესში ჩაამატეთ პიტნის ნაწილი და ცოტა პაპრიკა.
წყლის რაოდენობა თვითონ განსაზღვრეტ იმის მიხედვით თუ რა სისქის სუპი გინდათ: ძალიან წყალწყალა არ უნდა იყოს, მაგრამ არც ძალიან სქელი.
შეგიძლიათ მსუბუქად დააბლენდეროთ.
ბოლოს დაამატეთ პილპილი, დარჩენილი პიტნა და პაპრიკა. შეაზავეთ მარილით

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top