დაუმთავრებელი ექსპერიმენტი მოლეკულარულ კულინარიაში |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > დაუმთავრებელი ექსპერიმენტი მოლეკულარულ კულინარიაში

დაუმთავრებელი ექსპერიმენტი მოლეკულარულ კულინარიაში

ცოტა ხნის წინ,  ერთ რუსულ ბლოგზე მოლეკულარული (თუ მოლეკულური?) კულინარიის ექსპერიმენტის შედეგები ვნახე, რომელმაც მაშინვე დამაინტერესა. რა თქმა უნდა, მოვიმარაგე კიდეც ყველა საჭირო ნივთი და ინგრედიენტი. საქმესაც შევუდექი. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითითებული იყო, ერთი ესაა, აგარ-აგარი ჩვეულებრივი სწრაფად ხსნადი ჟელატინით შევცვალე, რომელიც სპეციალურად მაღალ ტემპერატურაზე იხსნებოდა სითხეში.

გავაკეთე ალუბლის წვენი და შევურიე ჟელატინი. ცხელი ჟელეს წვეთები ცივ ზეთთან შეხებისას  მართლაც ბურთულებად იქცნენ და ჭიქის ძირში მოგროვდნენ. ფოტოზე ნამდვილად ჩანს წითელი ბურთულები.

სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიჭირდა ერთდროულად გადაღება და საქმის კეთება ისე რომ ამ საქმის შედეგები ფოტოზე კარგად გამოჩენილიყო.  ერთი პრობლემა ისიც იყო რომ წვენს უნდა შეენარჩუნებინა ტემპერატურა, რათა ცივ ზეთთან შეხებისას ტემპერატურული შოკი გამოწვეულიყო. წვეთ-წვეთობით ჩასხმას კი დრო მიჰქონდა. უკეთესი განათებისთვის ყველაფერი აივანზე გავიტანე და სწორედ აქ დავუშვი შეცდომაც. ჩემი 1 წლის გოგონა მეტისმეტად დაინტერესდა ამ ექსპერიმენტით, თავს დამტრიალებდა და ხელის ჩაყოფას ცდილობდა :( საბოლოოდ ისე მოხდა, რომ  ბავშვი ჭიქას მისწვდა და ყველაფერი ძირს დაღვარა :(

არ ვიცი კიდევ როდის გავიმეორებ ან თუ გავიმეორებ ამ ექსპერიმენტს. ახლა, უბრალოდ, უკვე  გადაღებული  ფოტოები  და ჩემი წარუმატებლობა გაგიზიარეთ :(  იქნებ რომელიმე თქვენთაგანი დაინტერესდეს და თვითონაც სცადოს :) დეტალები ზემოთ მითითებულ ბლოგზე იხილეთ.

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “დაუმთავრებელი ექსპერიმენტი მოლეკულარულ კულინარიაში

  1. რახან ბურთულები გაჩნდა, ე.ი. ექსპერიმენტი მაინც შედგა :) აუცილებლად ვცდი. რამდენადაც ვიცი, , აგარ-აგარით კეთდება ზეფირი, ნეტა იქაც რომ ჩავანაცვლოთ ჟელატინით თუ იქნება იგივე შედეგი

    1. ანუნა, აგარ-აგარი მცენარეული ჟელატინია, ზეფირი მგონი ჩვეულებრივი, ცხოველური ჟელატინითაც კეთდება. მე ცოტა გავზარდე ჟელატინის რაოდენობა, რადგან მაინც ეჭვი მეპარებოდა. ბურთულები კი გაკეთდა, მაგრამ ამოღება ვერ მოვასწარი, მაინტერესებდა როგორი იქნებოდა გამოცალკევებულ მდგომარეობაში

Leave a Reply

Top