გოგრის კატლეტი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > გოგრის კატლეტი

გოგრის კატლეტი

გოგრა ძალიან სასარგებლო და გემრიელი ბოსტნეულია. მისგან უამრავი რამის მომზადება შეიძლება: სუპები, ნამცხვრები, , ტკბილი და არა ტკბილი კერძები. ერთხელ კატლეტიც ვცადე და საკმაოდ კარგიც გამოვიდა. თუ გოგრა გიყვართ, სცადეთ, იქნებ თქვენც მოგეწონოთ :)

1 კგ დაჭრილი და გაფცქვნილი გოგრა
2 კვერცხი
2-3 ნაჭერი პური (ან პური+ საფანელი)
1 კონა ოხრახუში
1-2 ხახვი
მარილი, პილპილი, პაპრიკა
უმი გოგრა, ხახვი , მწვანილი და დამბალი, გაწურული პური დააბლენდერეთ. დაამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და პაპრიკა.(დაბლენდერებული გოგრა შეგიძლიათ მსუბუქად გაწუროთ რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს)
მიღებული ნაზი მასისგან გააკეთეთ კატლეტები და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. გაითვალისწინეთ რომ “ფარში ” ძალიან წვნიანი და ნაზია, ამიტომ კატლეტის გადმობრუნება რომ არ გაგიჭირდეთ მომცრო ზომისა გააკეთეთ.
გემრიელია თბილ-თბილი ხორცეულთან ან თევზთან ერთად
გემრიელად მიირთვით :)

    კომენტარები

    კომენტარი

    One thought on “გოგრის კატლეტი

    1. “Howdy! I’m at work surfing around your blog from my new iphone! Just wanted to say I love reading through your blog and look forward to all your posts! Carry on the fantastic work!”

    Leave a Reply

    Top