ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ეს არის ბლინები სოკოს უგემრიელესი შიგთავსით. თან ლამაზია, თან უფრო ჯანსაღი, ვიდრე გადახვეული და შემდეგ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან შემწვარი.

მასალა

ხის სოკო -500 გრ
სულგუნი – 300 გრ
ხახვი – 1 საშუალო ზომის
დაფქული შავი პილპილი, მარილი

მომზადება

ბლინების ცომის რეცეპტი ნახეთ აქ.

შიგთავსი კი მოამზადეთ ასე:

კარგად გარეცხილ და დაწრეტილ სოკოს მოვბრაწავთ ზეთში ხახვთან ერთად.

სოკო რომ მზად იქნება, ვუმატებთ დახეხილი სულგუნის ნახევარს და ცოტა ხანს კიდევ ვდგამთ ქურაზე.

დაახლოებით 5 წუთის შემდეგ გადმოვდგათ. დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ოდნავ რომ შეგრილდება მოვაყაროთ დარჩენილი სულგუნი და კარგად ამოვურიოთ.

წინასწარ გამზადებულ ბლინის ფირფიტებში ჩავდოთ და მოვახვიოთ, როგორც ხინკალი. თავი მოვუკრათ მწვანე ხახვით.

სულ ესაა.

უგემრიელესია. იჭმევა როგორც ცხლად ასევე ცივი ვარიანტიც.

ცივად მირთმეულს შეგიძლიათ მიატანოთ არაჟანიც.

[inline_related_posts]

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top