თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > კრიტიკა > გასტრონომიული „ოქროს სკივრის“ გაცოცხლება საქართველოში – მოკლე ექსკურსი

გასტრონომიული „ოქროს სკივრის“ გაცოცხლება საქართველოში – მოკლე ექსკურსი

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ /შოთა/

გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, დალი ცატავა ფეისბუქზე ვრელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბოლო დროს საქართველოში გასტრონომიული თემების აფეთქებისა და საყოველთაო აჟიოტაჟის ფონზე ბოლო ათი წლის ისტორიულ ექსკურსს მიმოიხილავს და იხსენებს, საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ეს ყველაფერი, რამდენად სიღრმისეული ან ზედაპირული მიდგომაა საჭირო, ქართული გასტრონომიული კულტურის მსოფლიო არენაზე გასატანად ან თუნდაც ქვეყნის შიგნით, სათანადოდ წარმოსაჩენად. ფეისბუქ სტატუსში დალი ცატავა კრიტიკასაც არ ერიდება და შეგვახსენებს, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ერთი შეხედვით ისეთ მარტივ საკითხებსაც კი, როგორიც ჭამა-სმაა :))

“მთელს მსოფლიოში გასტრონომიული თემების ბუმია, სამეცნიერო დასკვნებიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა ცივილიზაციების კვლევების და მათი განსაკუთრებულობის წარმოჩენის, ნახვის, ადგილზე „დაგემოვნების“ და ასევე სხვა თემატური ტურიზმი,  უფრო მძლავრად მოიკიდებს ფეხს, ნანოტექნოლოგიების, გენური ინჟინერიის ბუმთან ერთად. ეს მრავალ ფაქტორთან არის მიბმული, გლობალიზაცია, იდენტობა, კვების და საკვების პრობლემები, ეკოლოგია და ა.შ.

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა ამაზე უკვე არავინ დავობს, თუმცა რატომ აღიარა მთელმა სამყარომ საქართველო ღვინის სამშობლოდ, ამას ისტორიის, კულტურის, თანამედროვე კვლევების და დასკვნების მეტი ცოდნა და გაჟღერება სჭირდება, რომ არ გამოგვივიდეს ზერელე უცოდინარი დამოკიდებულება ჩვენს მატერიალურ და არამატერიალურ სიმდიდრესთან მიმართებაში.

ბოლო ორი წელია ყველას, ვისაც კი არ ეზარება, პრეტენზია აქვს რომ არის გასტრონომიული თემების, კულინარიის, სამზარეულოს, სარესტორნო ბიზნესის ექსპერტი, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული კულტურის სწორ პოზიციონირებას ქვეყნის გარეთ და შიგნით. მით უმეტეს როცა ინფორმაცია ამ თემაზე მწირია და ჯერ კიდევ ბევრ შრომას მოითხოვს, რადგან არის მულტიდისციპლინარული სფერო, სადაც ისტორია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, კულტურა, ფიზიკა, ბიოლოგია, მედიცინა, ქიმია, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა და დიდი ბიზნესი არიან ჩართული. თემა მეტად კომპლექსურია და ფრთხილ და გონივრულ მიდგომას მოითხოვს, რომელიც აკადემიურ ცოდნაზე და კვლევებზე იქნება დაფუძნებული.

სწორედ ამ პრობლემამ გადამაწყვეტინა ძალიან მოკლედ გამეხსენებინა თუ საიდან და როგორ დაიწყო საქართველოს გასტრონომიული კულტურის „გაცოცხლებაზე“ ფიქრი, ვინ და როგორ მონაწილეობდა ამ ისტორიულ „შემობრუნებაში“ და რა ფორმით. რადგან თუ ჩვენ მუდმივად დავივიწყებთ ადამიანებს ვინც ღვაწლი დასდო ამა თუ იმ სფეროს აღორძინებას თუ „გაცოცხლებას“ ჩვენი ისტორია, კულტურა და ზოგადად ქვეყანა არასწორად იქნება ყველგან წარმოჩენილი.

2010 წელს კახა ბენდუქიძე თავისუფალი უნივერსიტეტის კორიდორში შემხვდა და მითხრა მასთან კაბინეტში ავსულიყავი, კულინარიის აკადემიის მენეჯერობა შემომთავაზა თან დაამატა თუ დამთანხმდებით უნდა დამისაბუთოთ, რატომ ხართ თანახმა და თუ უარს მეტყვით, ისიც უნდა დმისაბუთოთ – გაძლევთ 24 საათს, ხვალ ამ დროს პასუხი მინდაო.

„არას“ თქმა უფრო იოლია, ეს დაბრკოლებების გადალახვის ერთ ერთი მარტივი ფორმაა, დათანხმება კი გამოწვევა და გამოცდა. მით უმეტეს როცა საგანი ბუნდოვნად იცი და არც მენეჯერის გამოცდილება გაქვს.
ასე დაიწყო გასტრონომიის კვლევა ჩემს ცხოვრებაში, უკვე ზუსტად ვიცოდი რომ კამათელი გაგორდა და უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. კახას ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა, თუ ვინმე იყო ჩართული ამ ბიზნესში, თუ ვინმე რამეს წერდა და უბრალოდ პოსტავდა, კარგად იცოდა პირველი გასტრო ბლოგერები ეკა ონიანი, ნინო ჯანანაშვილი – „რატატუის“ გოგოებს ეძახდა, ვინ რას როგორ წერდა იღებდა და აკეთებდა, ვინ როგორ აგემოვნებდა და ა.შ. ჩვენც ყველგან ვეძებდით, ვკითხულობდით, ინფორმაციას ვაგროვებდით ყველა იმ ადამიანის შესახებ ვინც კი ახლოს გაკარებია გასტრონომიულ, კულინარიულ, სამზარეულო თუ ტურისტულ თემებს და რასაკვირველია მყისიერად ვეკონტაქტებოდით, ვიწვევდით, ვეცნობოდით. ყველა ხალისით მოდიოდა თანამშრომლობაზე  და არავინ არ გვთვლიდა გიჟად, პირიქით, ყველა აღფრთოვანებული იყო, რომ დაიწყო ჩვენი სამზარეულოს პოპულარიზაცია, აღდგენა და ადათებში დაბრუნება.  კახა გვამარაგებდა წიგნებით, საზღვარგარეთიდან გვაწერინებდა საუკეთესო ახალ გამოცემებს. ერთხელაც ჯულიეტა რუხაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერები მაჩუქა, პურის და ცომეულის კულტურაზე საქართველოში, ავტოგრაფი ვთხოვე  – ღიმილით მითხრა მე ჯულიეტა არ ვარ, კახა მქვიაო, მთავარია იქ შიგნით რა არის ის შეიწავლეთო.
ამის შემდეგ იყო პირველი სატელევზიო გადაცემები, ჩართვები, დილის შუადღის თუ საინფორმაციო  ამბებში. განსაკუთრებული როლი აქ რუსთავი2 ის ჯგუფმა ითამაშა, რომელმაც პირველმა დაიწყო ცალკე კულინარიაზე გადაცემა და სადაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში პირველად გაჟღერდა ცნებები “გასტრონომიული კულტურა“, „გასტრონომიული ტურიზმი“, „ტრაპეზის კულტურა“ „ქართული სამზარეულო“ და ა.შ.  ეს იმ ინტელექტუალების დამსახურება იყო რომლებიც იქ მუშაობდნენ, და რომლებმაც ზუსტად შეიგრძნეს თემის სამომავლო პოტენციალი – ნენე კვინიკაძე, თამუნა კობერიძე, მერიკო გუბელაძე, თომა.   საზოგადოებას რომ ამ ცნებებზე აკადემიიური წვდომა ქონოდა ფორმატისთვის შეუსაბამო სალექციო დროსაც მითმობდნენ, შემდეგ კი ასე გაგრძელდა თითქმის ყველა ტელევიზიაში, რომელიც 2010-11 წლებიდან აქტიური იყო. ეთერს გვითმობდა ყველა, რადგან გასტრონომიული თემა სრულიად ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავდა ამ სფეროში.
2010/11 წლებში იყო კულინარიული კონკურსის საოცარი გამოცდილება, 80 კონკურსანტიდან 12 მასწავლებელი რომ უნდა შეგვერჩია აკადემიისთვის. სწორედ მაშინ გავიცანი მერიკო, იოსავა, რამაზი, თეკუნა, მანუელი, ლევანი, და ბავრი ამ სფეროში მოღვაწე ადმიანი. მაგრამ ამ დროისთვის ეს პროცესი დაწყებული ქონდა ესმას, ის უკვე დამოუკიდებლად ატარებსდა კულინარიულ კონკურსს, ანა კი ყველის ფესტივალს აქტიურად ატარებდა.  „მეყველე ანა“ როგორც ის უწოდებს თავის თავს ეძებდა, ეძებდა კარდაკარ, სოფელ სოფელ ქართულ უნიკალურ ყველეულს – „თეთრეულს“ და „სპეტაკს“ როგორც რძის ნაწარმს ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ, ეძებდა და მართვადა ფესტივალებს,  წერდა, სუბრობდა ყველზე და იმ ადამიანებზე ვინც უძველესი ტრადიცია დაიცვა და შემოგვინახა ეს სიმდიდრე.

ასე დაიწყო ჩვენი „გასტრონომიის ოქროს სკივრის გახსნა“ 2010 წლიდან.

ამ დროისათვის ქართულ კულინარიაზე, სამზარეულოებზე და რეგიონალურ თავისებურებებზე მისეული ჟურნალისტური და დახვეწილი ხედვით უკვე წერდა ქეთი ადეიშვილი, მისი სტატიები საოცარ ბლოგზე მალხაზ ხარბედიას მიერ შექმნილ „მარანში“, „ღვინის კლუბში“ იბეჭდებოდა, აქ იმ დროიდან მოყოლებული დღემდე აქტიურად იკვლევენ, ქართულ რეგიონალურ სამზარეულოს და ადათებს, ქართულ ღვინოს და მის უნიკალურ გემოებზე წერენ, ყველის და ღვინის ნეფე დედოფლობაზე საუბრობენ და მთელს ქვეყანას აცნობენ ამ მივიწყებული თემის მნიშვნელობას. ქეთიმ თავისი მოღვაწეობა იქიდან  მოყოლებული დღემდე არ შეწყვიტა  ჟურნალ “გემრიელია“ს  გვერდზე, რომლის პირველი ნომერი 2012 წელს გამოვიდა. ეს თემატიკა აქტიურად მწერალმა და პოეტმა დიანა ანფიმიადიმ გააგრძელა, წიგნი „წინასწარმეტყველება მურაბით“ ბესტსელერიც გახდა, დიანა მისი მხატვრულ პოეტური ხედვით დღემდე აგრელებს ამ თემატიკას და კვლევას ქართულ ლიტერატურულ თუ ფოლკლორისტულ საგანძურში.

უკვე 2011/12 წლიდნ იქმნება ღვინის და გიდების სკოლები, კულინრიული სტუდიები,  სადაც ღვინოსთან ერთად განიხილავენ გასტრონომიულ კულტურასაც და უკვე ხედვები და ამ თემის აკადემიური საჭიროება ნათლად ჩანს თუმცა ხარვეზებით.

ერთ დღესაც უკვე 2011 წელს შეხვედრაზე კახამ მითხრა, რომ მე უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ სფეროს წარმომადგენლებს და ინტელექტუალურ სივრცეს, ამიტომაც აუცილებლად ორ ქალბატონს უნდა დავუახლოვდე და ჩავრთო ჩვენს საქმიანობაში, თან მოკლე კონკრეტული და დღევანდელი გადმოსახედიდან საოცრად ზუსტი დახასიათება მოაყოლა. ესმას შესახებ  „პირველი კულინარიდან“ ვიცოდი,  რადგან იმ დროს ცალკე ამ თემატიკისთვის განკუთვნილი ჟურნალი ჩვენს სივრცეში სიახლე იყო, როგორი სიახლეც თვითონ ეს თემა გასტრონომიული კულტურა. ესმას გვარი, კუნჭულია იმიტომაც მახსოვდა კარგად, რომ მომწონდა და მის დას, ლელას რადიო თავისუფლებაზე ხშირად ვუმენდი, დავურეკე და ვთხოვე გვწვეოდა … იყო საინტერესო დისკუსიები, ერთმანეთის გაცნობის, „დაგემოვნების“  ემოციები და თანამშრომლობის პერსპექტივები. მის ჟურნალში პირველად გაჟღერდა მიშლენის ვარსკვლავიანი შეფების და მათი ჯადოსნური რესტორნების ამბები, რაც ჩვენთვის სხვა განზომილება იყო, პირველი ლაივ ინტერვიუები ამ სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან, ქართული კერძების შემონახული რეცეპტები და გემოსა და სურნელის მისტიური ამბები, მას შემდეგ ერთად მოვდივართ ამ სფეროში, რასაც აკადემიური კვლევა, წერა და ამ თემის გავრცელება თუ პოპულარიზაცია ქვია.

ანა მიქაძე კი კახამ კაბინეტში გამაცნო თან დააყოლა, აქედან რომ გახვალთ ყველა კუთხე კუნჭული მოატარეთ და თანამშრომლობა დაგეგმეთ. ასე დაიწყო ანასთან ჩემი მეგობრობა, როცა გაიგო აფხაზეთიდან ვარ ეგრევე მეგრულზე გადავიდა, მითხრა რომ თვითონ სამეგრელოში დაბადებული და გაზრდილია …

ასე დავიწყეთ ერთად ამ ადამიანებმა 2011-დან ამ თემის ქართული სივრცისთვის სრულიად სხვა რაკურსით აღქმა და საზოგადოებისათვის დანახვება, რომელიც თავიდანვე კახას იდეა და  უდიდესი შორსმჭვრეტელური ნაბიჯი იყო.

ანუ დღეს 2020 წელს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანებმა ათი წლის წინ გადადგეს პირველი ნაბიჯი გასტრონომიული კულტურის ისტორიის გაცოცხლებისკენ, და გასტრონომიული ტურიზმის სახელიც პირველად გააჟღერეს. ყველგან ვამბობდით რომ ჩვენ ქვაქვს „ოქროს კიდობანი, რომელიც უნდა გავხსნათ და გავაცოცხლოთ იქ მყოფი გასტრონომიული საგანძური“ რასაც დღემდე სიყვარულით ვემსახურებით.
აკადემიური წრე რომელშიც ვტრიალებდი, უნივერსიტეტები და გარემო, ყველანაირად მიწყობდა ხელს რომ ამ მიმართულების მაჯისცემაზე მქონოდა ხელი, ყველას ვიცნობდი, ვინც კი რამეს იკვლევდა და წერდა. სადოქტორო თემა რომელიც დიდაქტიკას და კომპეტენციებს ეხებოდა, სწრაფად გადავცვალე და ლუკულუსის, კეისრის, მაკედონელის, ავიცენას, აპიციუსის, დასტურლამალის, სამეფო კარის გარიგების, სახოკიას, ლამბერტის, შარდენის და ვასკო და გამას, ჯავახიშვილის ეკონომიკური ისტორიის, სულხან-საბას, ბარბარე ჯორჯაძის, ინფორმაციების შთანქთმა დავიწყე. თან ვწერდი, ჟურნალ-გაზეთებში, ვეცნობოდი ამ სფეროში მოღვაწე ნიჭიერ კრეატიულ შეფებს, ბლოგერებს, რესტორატორებს. ვხვდებოდი ბებოებს და ბაბუებს, ვეძებდი არა მარტო რიტუალურ კერძებს, არამედ მასთან დაკავშირებულ საკრალურ სიტყვებს და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და მანიჭებს დღემდე.

რუსთავი2-ის ეთერი მუდმივად ხელმისაწვდომი იყო ჩემთვის, სადაც პირველი კულინარიული შოუც შედგა, იყო ხარვეზები მაგრამ უკვე მაღალ საფეხურზე გადავიდა ქართულ სივრცეში ეს თემა.  ხემისაწვდომი იყო ასევე „იმედი“ სადაც მაშინ ესმა იყო, შემდეგ GDS გაჩნდა,  იყო რადიო ბლოგები საზმაუზე, კომერსანტზე და პალიტრაზე ეს უკვე 2012-15 წლებია.

2016 წელს ქეთა და ბახვას პირველი შეხვედრიდან გამოსული მახსოვს როგორი ბედნერი ვიყავი იმ იმედით, რომ საქართველოს ამნაირი ახალგაზრდებით აქვს მომავალი ისეთი, როგორიც ქვეყანას გლობალურ სამყაროში დასამკვიდრებლად ჭირდება. მათ ქართულ გასტრონომიულ სივრცეში ისეთი აკადემიური და დახვეწილი ჟუნალი გააკეთეს როგორიც არის „კულინ ART“ და „Georgia to see”. ეს ფორმატი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ გასტრონომიული კულტურა არის არტი, ფილოსოფია, ისტორია, ტურიზმი, ეთნოგრაფია და ეკონომიკური განვითარება სოფლის მეურნეობასთან ერთად. მას შემდეგ იყო საინტერესო სტატიები, ჟურნალის ახალ ნომერთან დაკავშირებულ საღამოებზე ახალი სანაცნობოს „დაგემოვნება“ და იდეების გენერირება. ამ შეხვედრებზე გროვდებოდა და ირჩეოდა ყველა, ვისაც კი გასტრონომიულ კულტურასთან შეხება ქონდა, ვინც ამ თემებს იკვლევდა, ქმნიდა ახალს, ფუდფოტოებს თუ ქართული ფიუჟენს, იწყებდა ტურებს და ქმნიდა გასტრონომიულ ამინდს. სწორედ ამ სფეროს ბაზრის კარგად ცოდნამ უკარნახა მათ ჩემი კოორდინატები მიეცათ „გოემიოს“ წარმომადგენლებისთვის, რომლებთან თანამშრომლობაც 2017 წლიდან დავიწყე, და დადუნა ღლონტიც ჩავრთე დიანასთან ერთად.  „გოემიოს“ წარმომადგენლებმა,  კიდევ უფრო შემიწყვეს ხელი უკვე პრაქტიკაშიც და თეორიაშიც ღრმად ჩავწვდომოდი სარესტორნო ბიზნესში არსებულ საკითხებსაც, გამეცნო მათი წარმომადგენლები, თუმცა ერთი წუთითაც არ შემიწყვეტია სამეცნიერო და გასტრონომიული კვლევა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე გამოსვლები თუ მონოგრაფიები „გასტრონომიული ტურიზმის“, „გასტრონომიული კულტურის“  და მასთან მონათესავე თემების შესახებ. შევქმენი  საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამა „გასტრონომიული კულტურის ისტორია“ და დავამუშავე მაგისტრატურის კურსი „ტურიზმი&გასტრონომია“ ამერიკელი და ევროპელი მკვლევარების რეზიუმირებული სახელმძღვანელოთი,  რომლის მიხედვით კურსები მიმყავს თსუ, GIPA, ილიაუნიში. საჯარო ლექციები რომელსაც ვატარებდი და ვატარებ დღესაც სხვადასხვა სკოლებში, უნივერსიტეტებში და ფორუმებზე, დიდი პოპულარობით სარგებლობს და არავინ არ უცხოობს როგორც ციდან ჩამოვარდნილ უცხოპლანეტელს. მახსოვს 2016 წელს საჯარო ლექცია საკრებულოში, რომელიც ალეკო ელისაშვილისა და ელენე ბაირამოვას ინიციატივით ჩატარდა, ხალხი ფეხზეც იდგა, ელეს მსურველების უზარმაზარი სია ქონდა… მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ თემის აღორძინებას და გაცოცხლებას ჩემულობენ და   ამ საკითხით დილეტანტურად სპეკულირებენ, არსად არასდროს მინახია ბოლო ორი წლის იქეთ, და ამიტომაც მაკვირვებს მათი არაკომპეტენტური ამბიციები ამ სფეროს დედ-მამობაზე, სწორედ ამან გადამაწყვეტინა დამეწერა ეს სტატია, რომ ისტორია არ უნდა გაყალბო.
2016 წლიდან სოფო ხუნწარიას ინიციატივით არტარეასთან გადავიღეთ 6 სერია „თბილისის გასტრონომიული ტური“, ამ პროექტმა ჩემში და ჩემს ცხოვრებაში სრულიად სხვა ეტაპზე გადამიყვანა და გამზარდა როგორც მკვლევარი.  ტურებზე მოსული ადამიანები იყვნენ როგორც მოყვარული კულინარები, ასევე შეფები, ტუროპერატორები, ბლოგერები, ჟურნალისტები და უბრალოდ გურმანები ….

რასაკვირველია როცა ამ თემის ბუმი დაიწყო ყველანაირ გადაცემას, ბლოგებს, რომელიც სოკოებივით მომრავლდა, თვალყურს ვადევნებდი, დაიწყო სატელევიზიო კულინარიული შოუები, დილის თუ შუადღის ჩართვები …  ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი ესმას, თამთას და ვახოს, მერიკოს, ქეთი ბაქრაძის და თეკუნას, იოსავას და შაის თუ ილოს საინტერესო და სხვადასხვანაირ ლექსიკას, მეტყველებას, ინფორმაციის მიწოდებას და მიხაროდა რომ კონკურენცია დაიწყო, ეს უკვე ზრდის ტენდენცია იყო, რომელიც დღემდე გრძელდება და არის ძალიან კარგი მოვლენა.

იმედზე კულინარიული ექსპედიციის არც ერთი რეპორტაჟი არ გამომიტოვებია, მაგრამ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ არ ვაკეთებდი კომენტარებს ეთერის შემდეგ, რადგანაც ვთვლიდი, რომ საზოგადოება ჯერ ამ კრიტიკისთვის მზად არ იყო და მოვიდოდა დრო, როდესაც გაიგებდნენ რომ რეცეპტის გაჟღერება თითების ლოკვის და დედა რაკარგიას ფონზე და კომენტარები: „ამას რომ ჭამდნენ იმიტომ ყავდათ ბევრი შვილები“ არაფრის მომცემია და არ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ეს არის არტი, ეთნოკულტურა, იდენტობა, ეკონომიკა და ბიზნესი, ეს არის შიდა და გარე ტურიზმის განვითთარების რესურსი, ეს არის გლეხის თავის სოფელში დამკვიდრების, მისი ისტორიის და მისი რეგიონის განვითარების პროცესი. იმედიდან გავიგე ქეთი კვიჭიძის შესახებ და ერთი წუთითაც არ დამიშვია რომ ის გასტრონომიული კულტურის მკვლვარად შეიძლებოდა ჩაგეთვალა, სიუჟეტები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა რომ ის და მისი ფოტოგრაფი დადიოდნენ რეგიონებში და აგროვებდნენ რეცეპტებს იმედიTVს დავალებით, რომ წიგნში მოეყარათ მათთვის თავი. აქ სულაც არ ვცდილობ ვინმეს დაკნინებას, ეს ჩემი როგორც ამ სფეროს მცოდნეს და ბევრი ჩემი პროფესიონალი ნაცნობის რეზიუმირებული აზრია. დღევანდელი იმედიTVს მიდგომა ამ სფეროსადმი ისევ გრძელდება, რასაკვირველია უკვე აკადემიური დამოკიდებულებით, რასაც მოწმობს თუნდაც მარიამო ჯანელიძის და ნიკა წულუკიძის  რეპორტაჟები.

ლევან ქოქიაშვილის ძალისხმევით საფრანგეთის ბოკუს-დორის ქართულ დელეგაციასთან ერთად  ბევრი ვინმე და რამე გახდა ჩემთვის „ხელმისაწვდომი“ და გასაგები, რომელიც საქართველოს ბოკუსდორის ჩემპიონატზე გაგრძელდა. გასტრონომიის ასოციაციის, „ხაჭაპურის“ სამეცნიერო კვლევაში ჩართული ადამიანების გაცნობით და ერთობლივი მუშაობით კიდევ უფრო გამიმძაფრდა სურვილი რომ „გასტრონომიული კულტურით“ შეიძლება ქვეყანამ ქართული სამზარეულო გახადოს როგორც ყველაზე საამაყო კულტურული ექსპორტი.
როგორც მუდმივად ახალგაზრდების ქომაგი, ვცდილობ ყველა ჩემს მიერ განხორციელებულ გასტრონომიულ პროექტში ჩავრთო ყველა, ვისაც კი გული შესტკივა ქართული გასტრონომიული კულტურისა და ისტორიის აღორძინებაში, ასე აკეთებს ესმა, ასე აკეთებს ანა, ასე ხორციელდება ბევრი პროექტი, რომ ჩვენი არამატერიაალური ფასეულობები მივიწყებული და ერთ დროს დაკნინებული, გაცოცხლდეს, ახალი ფორმით, შეიფუთოს დარჩეს ჩვენს მომავლ თაობებს, გლობალიზაციის სამყაროში ღირსეული ადგილისათვის.
დღეს გასტრონომიული თემა ტრენდულია საქართველოში, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ვხვეწავთ, ჩვენს ისტორიას ვაცოცხლებთ რომელიც წლების განმავლობაში „იჩექმებოდა“. ვაძლიერებთ ტურიზმს, რესტორატორებს, სოფელს, ახალგაზრდობას, რომელმაც თავისი სოფელი დააფასა და მისი ეთნოკულტურის სწორი პოზიციონირება დაიწყო, მარგამ აქ ყველაზე მეტად გვჭირდება აკადემიური განათლება ამ სფეროში, რადგან მსოფლიო და ლოკალური კონკურენცია დიდია, რადგან პლაგიარიზმი მარტო სხვისი ტექსტის გადაკოპირება არ არის, სხვისი იდეის, აზრების, ისტორიის, შრომის, ნაშრომის, მითვისებაცაა და ეს როგორც მორალურად ასევე კანონიერადაც დასჯადია. ამიტომაც უპრიანია, ცოდნაზე, კვლევაზე, ეთნოგრაფიაზე და ეთნოლოგიაზე, ისტორიაზე დაფუძნებული ცოდნა, სწორი დამოკიდებულებები,  რომელიც ქმნის კომპეტენციას და რომელიც ჩვენ საოცრად გვჭირდება.”

დალი ცატავა
თბილისი, 2020 თებერვალი

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top