თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > გარგრისა და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში

გარგრისა და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში


ასეთი კანფეტები მზა საკმაოდ ძვირი ღირს, შეგიძლიათ ლამაზ ქაღალდებში შეფუთოთ და მშვენიერი საჩუქარია.

დაგვჭირდება:

  • 10-15 ცალი ჩირი
  • ამდენივე კანგაცლილი ნუში, თხილი ან ნიგოზი
  • 100-150 გრ შოკოლადი
  • 20 გრ კარაქი
  • 2ჩ.კ რძე ან წყალი

მომზადების წესი
ჩირი უნდა იყოს ქარხნული, ასე ვთქვათ უფრო “ხორციანია”(განსაკუთრებით შავ ქლიავს ეხება ეს)

გულში ვუდებთ კანგაცლილ ნუშს, თხილს, ან ნიგოზს, რომელიც გიყვართ, ორთქლზე ვადნობთ შოკოლადს+ კარაქი +2ჩ.კ წყალი ან რძე, ავლებთ ჩხირზე წამოცმულ ჩირს და დებთ გასაშრობად ოდნავ გაცხიმულ ფოლგაზე. სხვა ჩხირის დახმარებით გამოაძრეთ პირველი ჩხირი, სანამ შოკოლადი გამშრალა, თორემ ცუდად დაემჩნევა ნახვრეტი

გლაზურში ბევრი კარაქის ან რძის ნაცვლად ნაღების დამატება გამოიწვევს მის დარბილებას, ანუ კი არ გამაგრდება გაშრობისას, არამედ დარჩება წებვადი, ხელებზე მიგეკრობათ.

კომენტარები

კომენტარი

9 thoughts on “გარგრისა და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში

  1. ძალიან მიყვარს ეს დესერტი!!ადრე ვყიდულობდი, მერე მივხვდი რომ სისულელეა ორმაგის გადაყრა როცა შეიძლება თავად მოვამზადო. სხვათაშორის ძალიან კარგი გამოდის ცოცხალი მარწყვით და ქლიავით (კურკას აცლი და თხილეულს ტენი) მაგრამ ესენი ამოვლებამდე ჯერ კარგად შრება, თან მომზადებიდან მალევე უნდა შეიჭამოს.

  2. es gavakete dges..magram didad ver movixible pirdapir tepshze davde da iqve rcheba shokoladi roca vigeb :(

    1. ალბათ შოკოლადის ბრალია, კარაქი ან რძე დააკელით, გნებავთ სულაც გამორიცხეთ. მოწონებას რაც შეეხება, გემოვნების საქმეა, თუ ჩირიანი შოკოლადები აქამდე არ გიყვარდათ, რა თქმა უნდა არც ეს რეცეპტი მოგეწონებათ :)

  3. somxuri shokoladiani chiri 1 yuTi (17 cali devs) girs 10 lari,es tu magaze iafi jdeba,mashin gavaketeb mec,isic ugemrielesia, mec gamikvirda 10 lari rojm miveci

    1. სომხური არ ვიცი რომელია, მე რუსული გამისინჯავს, რომელიც მოსკოვში 20 ლ ღირს დაახლოებით კგ, თბილისში კი 25 ლარი და ზემოთ(გააჩნია ყიდვის ადგილს). მართალია არც შავი ქლიავის კარგი ჩირი ღირს იაფი, მაგრამ მე მაინც ვცადე ერთხელ :) ხშირად არ ვაკეთებ სიმართლე რომ გითხრათ :)

    1. გმადლობთ, თუ მოვხვდები ამ მაღაზიასთან აუცილებლად შევივლი :)

Leave a Reply

Top