კიტრის და მაწვნის გამაგრილებელი სმუზი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კიტრის და მაწვნის გამაგრილებელი სმუზი

კიტრის და მაწვნის გამაგრილებელი სმუზი

ზაფხული დგება და გამაგრილებელი და ჯანსაღი სასმელები გვჭირდება. სმუზი (ინგლ. Smoothie) ხილის ან ბოსტნეულის სქელ, დაბლენდერებულ სასმელს ჰქვია. გარდა იმისა რომ საყვარელი ხილი თუ ბოსტნეული შეგიძლია თხევადი სახით გემრიელად მიირთვა, სმუზის ფორმით შეიძლება ისეთი ინგრედიენტებიც მიიღო, რომელსაც ცალკე დიდი სიხარულით არ გასინჯავდი.

მაგალითად ჩემთვის ასეთი ინგრედიენტი რძეა, არავითარ შემთხვევაში ცალკე არ ვსვამ, მაგრამ თუ სმუზში შევურევ, მცირე რაოდენობით შემიძლია ავიტანო.

ამჯერად რძიან სმუზს არ გთავაზობთ, არც ნაყინიანს და უფრო მეტიც: არც ტკბილს.

ეს აირანის ბიძაშვილი უფროა, ან ძაძიკის ან კიდევ “აკროშკა“-სი. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ მარტივია და გემრიელი. სასარგებლო – რა თქმა უნდა.

დაგჭირდებათ:

  • მაწონი – 0.4 ლ
  • კიტრი – 4 ც, საშუალო ზომის
  • პიტნა – 8-10 ფოთოლი (2 გაფოთლილი ღერი)
  • მარილი – 3/4 ჩაის კოვზი
  • და ბლენდერი (ჩვენს შემთხვევაში Bosch MUM5 მულტირობოტის ბლენდერს ვიყენებთ)

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი (მაწონი, კიტრი, პიტნა) მოათავსეთ ბლენდერში, დაატრიალეთ რამდენიმე წუთი (იმისდა მიხედვით, რამდენად მძლავრია თქვენი ბლენდერი), გადაიტანეთ გამჭვირვალე ჭიქებში და გააფორმეთ პიტნის ფოთლებით.

რჩევა: გამოიყენეთ მაცივრიდან ახალგამოღებული ინგრედიენტები. ან დაბლენდერებისას ჩაამატეთ ყინული და მიირთვით ცივი.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top