თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ქართული > ბუჟბუჟა – მარტივი გემრიელობა ღორის ხორცისგან

ბუჟბუჟა – მარტივი გემრიელობა ღორის ხორცისგან

ისეთი მარტივი მთავარი კერძია, რომ მომზადება წესით არ დაგეზარებათ. მართალია ჩემს ვერსიაში ლორის მაგივრად ჩვეულებრივი ხორცი გამოვიყენე (ვერ ვიშოვე აქ, კანადაში) მაგრამ წარმომიდგენია ლორით რა არომატული იქნებოდა. საქართველოში რაჭული ლორი ადვილად მოსაპოვებელია. ამიტომ გირჩევთ, თქვენ ლორით მოამზადოთ. ამისათვის კი დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები

500 გრ ლორი

2 ც დიდი სტაფილო

3 ც დიდი პამიდორი

1 ც ხახვი

ნიორი, მარილი, პილპილი და ქინძი თქვენივე გემოვნებით რამდენსაც ისურვებთ

მომზადება

1. ხორცი დაჭერით მოზრდილ მართკუთხედ ნაჭრებად და ღრმა ტაფაზე დაბრაწეთ ორივე მხრიდან.

2. შემდეგ დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, ასევე დიდ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო და მართკუთხედებად დაჭრილი კან გაფრცქვნილი პამიდორი.

3. თუ პამიდვრის წვენი თქვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდება მაშინ შეგიძლიათ ცოტა წყალი დაამატოთ

4. ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ მანამ სანამ ხორცი და ბოსტნეული მზად იქნება. ანუ თქვენთვის საკმარისად რბილი და სასურველი კონსისტენციის. 😉ბოლოს დაუმატეთ მარილი და პილპილი

5. სერვირებისას მზა ბუჟბუჟას მოაყარეთ გახეხილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ქინძი

სულ ეს არის :) წარმატებები..

გაამოთ!

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top