სოკოს სუპი

ეს არის სოკოს სუპი ირმა იანტბელიძის რეცეპტით. პირველ რიგში, ვშუშავ სოკოს (ამ შემთხვევაში ეს იყო ქამა) და ხახვს. ვასხამ მდუღარეს, ვუმატებ დაჭრილ 1-2 კარტოფილს, დაფნას. შეგიძლიათ ბულიონის კუბიკიც დაუმატოთ, თუ მოგწონთ. მერე დაფნას ვიღებ, 1-2 კოვზ სიმინდის ფქვილს ვაყრი და ვაბლენდერებ მასას. ბოლოს ვუმატებ დაახლოებით 100 მლ დაბალპროცენტიან (10-20%) ნაღებს, მარილს, ხმელ პიტნას

მარიამი – ქართველი შეფმზარეულის შედევრები ინგლისიდან

ამ ფოტოებზე არც მეტი, არც ნაკლები, ჯანჯაფილის საახალწლო ქოხია, რომელიც თავიდან ბოლომდე შეგიძლიათ შეჭამოთ, ოღონდ თუ ინგლისში ჩახვალთ და მარიამს (მერის) ესტუმრებით. მოჩვენებათა ქოხი დანისთვის (შვილი) თავად გამოაცხო, მოხატა, ფოტოებიც თავად გადაიღო და ეს პატარა მულტფილმიც: ის, რასაც მარიამის ხელები ქმნის ერთი პოსტისთვის ძალიან ბევრია, დასაწყისისთვის მისი ნამუშევრებიდან კულინარიულ შედევრებს გაგაცნობთ. დანარჩენზე

საშობაო შთოლენი – Stollen

შთოლენის ბევრნაირი რეცეპტი არსებობს. მე რომელიც გამოვაცხვე არის შედარებით მარტივი, არ სჭირდება 1 კვირიანი დაძველება. :)) დაგჭირდებათ 250 გრ. ქიშმიში 100 გრ. ფორთოხლის ცუკატები(დაშაქრებული ფორთოხლის კანი) დაჭრილი პატარა კუბიკებად 3-4 ს/კ რომი ან ფორთოხლის წვენი 500 გრ. ფქვილი + ფქვილი ცომის დასამუშავებლად 1 პაკეტი(15 გრ. = გამაფხვიერებელი, დაახლოებით 3 ჩ/კ.) დანის წვერით მარილი 1 ჩ/კ. დაფქული ილი (კარდამომი) 1

ჯანჯაფილის საშობაო ნამცხვარი – თაფლაკვერები

ეს სრულიად არაჩვეულებრივი რეცეპტი და ფოტოები მოგვაწოდა მილენა მითაგვარიამ, რისთვისაც დიდი მადლობა მას! <3   ინგრედიენტები ცომისთვის: 250 გ ყავისფერი შაქრის ფხვნილი; 250 გ ღია ფერის ნატურალური თაფლი ან ე.წ. მელასა (molasses); 150 გ კარაქი; 550 გ ხორბლის ფქვილი (საცხობი); 1 კვერცხი; 1 ჩ.კ. სოდა; 1 ს.კ. რომი ან კონიაკი; 1 ს.კ.

ნიოკი ანუ ზარმაცა

ნიოკი ცომის პატარა ბურთებია, რომელსაც პურის ფქვილით, ან კარტოფილის შერევით ზელენ კვერცხთან და სხვადასხვა მწვანილეულთან, ან მის გარეშე. ფაქტიურად იგივე პასტაა, მაკარონი. ზარმაცა ჩვენებური ვარიანტი ყოფილა, საბჭოთა წარსულიდან, სადაც ცომში ხაჭოცაა შერეული. რადგან პასტაზეც ვგიჟდები, ცომზეც და ხაჭოზეც, როგორც კი ფეისბუქზე ახსენეს, გადავწყვიტე გაკეთება მეცადა. მომზადება: ვიყიდე 1 შეკვრა ხაჭო (200 გრ) დავუმატე კვერცხი 1

“ქოქოსის ზეთი საწამლავია” – რას ამტკიცებს ჰარვარდის პროფესორი?

ვერ გეტყვით, რამდენად უნდა ვენდოთ DailyMail-სა და თუნდაც ჰარვარდის პროფესორს, რომელმაც ეს ხმამაღალი განცხადება უბრალოდ ლექციაზე გააკეთა, მაგრამ ალბათ ურიგო მაინც არ იქნება, ქოქოსის ზეთის შესახებ ორიოდე განსხვავებული აზრიც ვიცოდეთ. დოქტორი კარინ მიშელსმა, რომელიც ჰარვარდის T.H. Chan-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი და ფრაიბურგის უნივერსიტეტის კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, 50-წუთიან ლექციაზე ამ

ვიდეორეცეპტი: გოგრის კრემსუპი ტკბილი კარტოფილით

ავტორი: თამუნა ნადირაძე გოგრის კრემსუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ც პატარა კვახი (მსხლის ფორმის) 2 ც სტაფილო 1 ც ტკბილი კარტოფილი 1 ც ჩვეულებრივი კარტოფილი (საშუალო ზომის) 5-6 ცალი ბროკოლის პატარა თავები 1 ც ხახვი პაპრიკა (ბულგ.წიწაკა) / ნიორი / მარილი და ნაღები გემოვნებით   მომზადება 1) გათლილი ბოსტნეული კუბებად დაჭერით და მოხარშეთ ერთად. ბროკოლი ბოლოს დაამატეთ, ძალიან რომ არ ჩაიხარშოს. 2) ხახვი

ჩახოხბილი

კერძის სახელწოდებას თუ დავუჯერებთ, სავარაუდოდ, ჩახოხბილის თავდაპირველ ვერსიას ხოხობი შეეწირა, თუმცა არც ისეთი ძველი მგონია, ამ კერძის პირველწყარო თერმულ წყლებში ჩავარდნილი ხოხობი ყოფილიყო. რაც შეეხება პომიდორს, როგორც ვიცით, მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა და ქართულ წყაროებში XVIII საუკუნის II ნახევრიდან ვხედავთ. ამგვარად, თუ ეს კერძი უფრო ადრეც არსებობდა, ჩვენი წინაპრები მას პომიდორის გარეშე

რესტორნების კრიტიკა

რატომ უნდა ვაკრიტიკოთ კარგი რესტორანი? სარეტორნო ბიზნესი სულ უფრო და უფრო ვითარდება, მსოფლიოში გასტრონომიული ტურიზმის და გასტრონომიული კულტურის თემების ბუმია. რასაკვირველია ქართული გასტრონომიული კულტურა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ბუმს არ ჩამორჩება, თუმცა პრობლემებითა და სტაგნირებული მენიუებით. აქა იქ ქართულ რესტორნებში არის ახალი ტიპის მენიუების მცდელობა, თუმცა ზოგჯერ ქართული სიტყვათწყობის

ფეტუჩინი “კრაკოვით”

როდესაც ბევრი დრო არ გაქვთ და საშუალო სიმძიმით გშიათ, მარტივი კერძების დროა, ზედმეტი ფილოსოფიის და მთელი დღე სამზარეულოში ტრიალის გარეშე. პასტისგან მომზადებული კერძების დიდი უმრავლესობა კი, სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. სპაგეტი, ფეტუჩინი, ფარფალე და სხვა სახეობები,  არ არის რთული საშოვნელი, ადგილობრივ მაღაზიებში უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, აღარ არის ისე, რომ

აღფრთოვანებული მიშლენის ინსპექტორები ქართულ რესტორანში

სულ რამდენიმე საათის წინ, მიშლენის ინსპექტორების ინსტაგრამზე ქართული ფხალეულის ფოტო გამოჩნდა, აღფრთოვანების გამომხატველი ტექსტით. ეს ამბავი შეიძლება გამოგვრჩენოდა კიდეც, ამერიკაში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს რომ არ გაეზიარებინა ფეისბუქზე :) როგორც ჩანს, მიშლენის ექსპერტები რესტორანმა "სუფრამ" (ვაშინგტონი, აშშ) და ნიგვზიანი ბადრიჯნისა და ჭარხლის გემომ მართლა მოხიბლა. ვნახოთ დაიმსახურებს თუ არა ვაშინგტონში რამდენიმე თვის წინ

კულინარიის პაპი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

საფრანგეთის ყველაზე აღიარებული მზარეული, პოლ ბოკუზი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას მერე რაც რამდენიმე წელი პარკინსონის დაავადებას უმკლავდებოდა. სიმბოლურია, რომ ის საკუთარ რესტორანში გარდაიცვალა, ლიონთან ახლოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა ბოკუზის ხსოვნას პატივი მიაგო და საფრანგეთის სამზარეულოს აღორძინების გამო მადლობა გადაუხადა. ბოკუზმა 1970-იანი წლებიდან ერთერთმა პირველმა დაიწყო ჯანსაღი კვების დანერგვა "ახალი სამზარეულოს" სახელით,

Top